კორონავირუსი საქართველოში

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს , თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. 

სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი
ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

ამასთან ერთად, 23 მარტს ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში, LIVE-ში აიცრა. მან ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა. 

კომენტარები