შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ჯაფარიძე: ოცნება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულებისგან ვერ გამოძვრება

შეთანხმება არის ძალაში. ქართული ოცნების დემარში არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნება განთავისუფლდა იმ ვალდებულებისგან, რომელიც აღებული აქვს ამ შეთანხმებით. ამიტომ, ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და მოდერატორები, ვრჩებით ერთგულები ამ შეთანხმების. ქართული ოცნება ვერ გამოძვრება მისი ხრიკებით იმ ვალდებულებებისგან, რომელიც აიღო საერთო თანამეგობრობის წინაშე. თუ ასე გააგრძელებენ ქმედებებს, ქართული ოცნების მესვეურები, მათი პერსონალური პასუხიმგებლობა გარდაუვალია. 

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.  ოპოზიციის წევრები ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე ევროკავშირის ელჩს და წარმომადგენლებს ხვდებიან. 

კომენტარები