შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ბოკერია: სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ივანიშვილის რეჟიმის მიმართ პოლიტიკური ბოიკოტია

ასეთ ვითარებაში ასეთი კრიზისის და ასეთი საფრთხის მდგომარეობაში დემოკრატიული ოპოზიციის კომუნიკაცია ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავაცნოთ ჩვენი ხედვა, როგორ ვხედავთ ამ ვითარებიდან გამოსავალს, რაში დასჭირდება დახმარება საქართველოს ახლაც და ივანიშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგაც, რომ ამოვქაჩოთ ეს ზარალი. 

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამ რეჟიმის მიმართ პრაქტიკულად არის პოლიტიკური ბოიკოტი, ეს არის პირველი ნაბიჯები იზოლაციისა. ეს არის იმავე ნაბიჯების ნაწილი, რომლის უკიდურესი ზომაც შემდეგ არის ტარგეტირებული სანქციები.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები