შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

გეგელია: შარლ მიშელის შეთანხმება არის ცოცხალი, ადგილზე და ჯანმრთელ მდგომარეობაში

ჩვენ ვხვდებით ჟულიენ კრამპს. ეს არის ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივა, რომ სხვადასხვა მხარეებთან განიხილოს შარლ მიშელის შეთანხმების პერსპექტივა და თუ როგორ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას იმისათვის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. მე მინდა ხაზი გავუსვა, კიდევ ერთხელ, რომ ეს შეთანხმება არის ცოცხალი, ადგილზე და ჯანმრთელ მდგომარეობაში. არაჯანმრთელ მდგომარეობაში დღეს თუ რამეა, ეს არის ქართული ოცნება, რომელიც არის სრულად იავარქმნილი, აგონიაში, რასაც ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს და ძალიან მალე ეს ყველაფერი გაფორმდება თავისუფალი არჩევნების გზით. 

თქვა ლელო საქართველოსთვის წევრმა, გრიგოლ გეგელიამ. ოპოზიციის წევრები ევროკავშირის ელჩს და წარმომადგენლებს ხვდება. 

კომენტარები