ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ეჭვია, რომ ადამიანების ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს

გუშინ გვქონდა 19 000 ჯავშანი და, დაახლოებით, 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ჩვენს IT სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ გაუქმების მიზეზები რა იყო და ესეც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შეიძლება ეჭვი იყოს, ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. 

თუმცა, არის მეორე – რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრებზე. ან მესამე მიზეზი, მაგალითად, დაჯავშნილი ჰქონდათ Sinopharm-ზე, შემდეგ გადაჯავშნეს Pfizer-ზე.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები