IRI-ის კვლევა

IRI: კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს – 20%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა, 6% უარს ამბობს პასუხზე

flickr.com

IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 20%-მა არ იცის, ხმას რომელ პარტიას მისცემდა, 6% კი უარს ამბობს პასუხზე.

IRI

კვლევის მიხედვით, 26% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 9% პარტია საქართველოსთვის

  • ლეიბორისტული პარტია – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება 2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
  • ლელო – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • მოქალაქეები – 2%
  • ერი – 1%
  • ევროპული საქართველო – 1%
  • ხალხისთვის – 1%
  • დროა – 1%
  • გირჩი – 1%
  • სხვა – 1%
  • ბიულეტენის გადახაზვა – 5%
  • არ ვიცი – 20%
  • უარი პასუხზე – 7%

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%.

კომენტარები