ფარული მოსმენა

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმის უსაფრთხოების აპარატის ამოცანა ყველას პოლიტიკური კონტროლია

ივანიშვილის რეჟიმს აწყობილი საქმე ასე აქვს – უსაფრთხოების აპარატს ამოცანა ქვეყნის დაცვა, მოქალაქეების ინტერესების დაცვა კი არ აქვს გარე მტრებისგან, ან ორგანიზებული დანაშაულისგან, ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არა – პოლიტიკური კონტროლია ყველასი, მათ შორის, ვინც იმ მომენტში ივანიშვილის გარემოცვაშია არის დასაყრდენი ამ რეჟიმის. ჩვენ ნანახი გვაქვს, საკუთარ თანაგუნდელებს როგორ ექცევა ეს რეჟიმი, სწორედ ამ მეთოდებით მოპოვებული ბინძური მასალებით, როდესაც ისინი რაიმე სხვა არჩევანს გააკეთებენ.

ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მთავარი არხის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა. 

კომენტარები