ევროპული საქართველო 2021

კახიძე: წლები ვირწმუნებოდით, რომ მოძალადეების ქვეყანა არ ვიყავით, მერე ივანიშვილი მოვიდა

2011 წელს, როცა დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის მეორე ეტაპი დასრულდა, უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში. 

მეგობარი ქვეყნების საელჩოებს თავიანთ ვებგვერდებზე 2006 წლის მონაცემების მიხედვით ეწერათ, რომ საქართველოში მოგზაურობა იყო საშიში. რომ ნარიყალაზე შეიძლება გაგძარცვონ, პეროვსკაიაზე - დაგაყაჩაღონ, რომ ღამით სეირნობა საშიშია…

ორი წელი დაგვჭირდა დიპლომატების დასარწმუნებლად, რომ გასაახლებელი იყო მათი ინფორმაცია და აღარ ვიყავით მოძალადეების სათარეშო ქვეყანა.

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოვიდა ივანიშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კრიმინალის ზრდას "გაგებით უნდა მოვეკიდოთ, უნდა გავიჭირვოთ".

"საყოველთაო ამნისტია", ციხეების კრიმინალური ავტორიტეტებით მართვა, გარეთ მოძალადეთა თარეში, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა, პირუტყვების დაგეშვა წესიერ მოქალაქეებზე - ეს არის ქართული ოცნების ხელწერა. 

შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს, თავისი მხარდამჭერებიანად. 

P.S. ავსტრალიელი გოგო ჩემი კარის მეზობელი იყო. წინ ჰქონდა ბინა ნაქირავები. სეირნობდა ხოლმე.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მთაწმინდაზე გაუჩინარებული ავსტრალიელი ტურისტის ცხედარი იპოვეს.

კომენტარები