ევროპული საქართველო 2021

ბოკერია: საკითხს რომ ასე აყენებენ – გუშინ დაგიცავით და მადლობლები იყავითო, ესეც უბედურებაა

გუშინდელი ამბავი, რა თქმა უნდა, ჯობია [5 ივლისს], იქ რომ ის მომხდარიყო, შეიძლება საშინელება დატრიალებულიყო, იმ რამდენიმე ასეული ადამიანის შეტაკება რომ მომხდარიყო რამდენიმე ათას სამოქალაქო შეგნების მქონდე პირთან. მე მადლობელი ვარ ყველა პოლიციელის, ვინც მოვალეობას ასრულებს, ეს მათი მოვალეობაა, ოღონდ ამას პოზიტიურად თუ დავინახავთ, თავს მოვიტყუებთ. ის, რომ ის ხალხი, ვინც გუშინწინ ძალადობა ჩაიდინა, იქამდეც და ზეგაც ჩაიდენს - ამას ღიად აცხადებს, იქ პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, ამის მსგავსად, რომ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა ოპონენტი მოქცეულიყო, იქ სპეცრაზმი ეგრევე გაჩნდებოდა და გააქრობდნენ და ჩვენ რომ საკითხს ესე გვიყენებენ, ეს მათი თამაშის ნაწილია, რომ აი, გუშინ ხო დაგიცავით, არ შევაჭმევინეთ თქვენი თავი, მადლობლები იყავით, ესეც უბედურებაა.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში, 6 ივლისს ჩატარებულ აქციაზე ლაპარაკისას.

პარლამენტთან 6 ივლისს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც 5 ივლისს Tbilisi Pride-მა ღირსების მარშის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან სამართალდამცველებმა პუტინისტურ ჯგუფებს თავისუფლად თარეშის უფლება მისცეს, რომლებიც თავს დაესხნენ 54 მოქალაქეს და მათგან 53 ჟურნალისტს, დაარბიეს კარვები და ოფისები. 

კომენტარები