შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

უდუმაშვილი: ოცნებამ თავად თქვა, 43%-ს ვერ ვიღებ, ვმარცხდები, ამიტომ ანულირებას ვუკეთებო

თითოეული ოპოზიციური პარტიის მოვალეობა დღეს სწორედ ის არის, რომ დემონსტრირება გავაკეთოთ და ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს არჩევნები ქართულ ოცნებას წაგებული აქვს. თავად აღიარეს ეს. 

ის, რაშიც ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა მოსახლეობა, ქართულმა ოცნებამ თავად თქვა ყოველგვარი დარწმუნების გარეშე, რომ დიდი ბოდიში, მაგრამ მე 43%-ს ვერ ვიღებ, ხალხო, ვმარცხდები ამ არჩევნებში, ამიტომ ანულირებას ვუკეთებ ამ შეთანხმებას საერთოდ და ვადამდელი არჩევნები დაივიწყეთო. მაგრამ დაინიშნება ეს არჩევნებიც იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ფორმაში იქნება. როგორც კი მოიგებთ თვითმმართველობის არჩევნებს, უნდა თუ არ უნდა ეს ქართულ ოცნებას, ეს უკვე მათი გადასაწყვეტი აღარ იქნება, ეს უკვე იქნება ხალხის გადაწყვეტილი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა TV პირველის ეთერში. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა.

კომენტარები