შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ვოლსკი საერთაშორისო პარტნიორებს: შეშფოთებულები ვართ ჩვენც

შეშფოთებულები ვართ ჩვენც, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის, მაგრამ არ შეიძლება ერთ მხარეს აღებული ჰქონდეს ვალდებულებები და მეორე მხარეს უყურებდე, როგორ ანგრევს ქვეყანას და დესტაბილიზაციის გეგმებს ალაგებს და ავითარებს. ესაა რეალობა, რაც შეიქმნა და ამ რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა.

ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკან გადადგმული ნაბიჯების გამო.

კომენტარები