კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საბჭოს მიერ ერთხმად გადაწყვეტილია, რომ ქვეყანა მძიმე ლოკდაუნზე აღარ წავა

ზრდა ჯერჯერობით გვექნება, მაგრამ ნელი ტემპით, მინდა რომ იყოს ნელი ტემპით. ჩვენ თანდათან შევდივართ და ვართ პიკში ახლა, ყველანაირი გათვლებით და ვფიქრობთ, რომ ეს პიკი უნდა გაგრძელდეს ერთი კვირა, 10 დღის განმავლობაში და მერე უნდა დაიწყოს ქვესვლა ინფექციამ. 

საბჭოს მიერ ერთხმად გადაწყვეტილია, რომ ქვეყანა მძიმე ლოკდაუნზე აღარ წავა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 

28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 509 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.75%, ბოლო 14 დღის - 6.28%, ბოლო 7 დღის - 6.92%.

კომენტარები