თვითმმართველობის არჩევნები 2021

კობახიძე: ზოგი ჭირი მარგებელია, შეთანხმების ანულირებით კონსტიტუციურ წესრიგს დავუბრუნდით

Mzia Saganelidze (RFE/RL)

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით საქართველო კონსტიტუციურ წესრიგს დაუბრუნდა.

"ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და საქართველოში პოლიტიკური პროცესი წარიმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად. წინ გველის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება". – ამბობს ირაკლი კობახიძე.

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.  

კომენტარები