კორონავირუსი საქართველოში

დაკანოზი თამაზი: წარმოუდგენელია, კიდევ არის ხალხი, ვინც ვაქცინაზე რელიგიის გამო ამბობს უარს

დღე არ გავა, რომ 10-20 ადამიანი არ გარდაიცვალოს. წარმოუდგენელია, რომ საქართველოში კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ვაქცინას ებრძვის, ამ მედიცინის მიღწევას, ამ ღვთის წყალობას განსაცდელში. განსაცდელში ვართ, ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს რაღაც წარმოუდგენელი მოტივებით, ხშირად, რელიგიური მოტივებით. საქართველოში კიდევ არის ხალხი, მორწმუნენი, სასულიერო პირებიც კი, ვინც აცრის უარყოფისკენ მოუწოდებს ადამიანებს. ხალხი მათ თვალწინ კვდება, მძიმე მდგომარეობაში თვეებს ატარებს საავადმყოფოში აპარატზე შეერთებული, აცრა ამ დროს გადარჩენაა და ხალხი ქადაგებს, რომ აცრას უარი უთხრას. ამაზე დიდი სიგიჟე აღარ არსებობს. ეს არის ჩვენი ინდიკატორი, რა მძიმე სულიერ და გონებრივ მდგომარეობაში იმყოფება ხალხის რაღაც ნაწილი. 

[...] შენი შექმნილი მითებით აცრით აშინებ და შეიძლება ხვალ ის მოკვდეს. აი, ეს არის ის, რაც გბილწავს და გღუპავს შენ. როგორ შეგიძლია, პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რომ კაცს უთხრა, წამალი არ გამოიყენოო და ხვალ შეიძლება სასიკვდილოდ დაინფიცირდეს და მოკვდეს. როგორ ბედავ ამ პასუხისმგებლობის აღებას?

ამბობს დეკანოზი თამაზ ლომიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საუბრისას.

კომენტარები