ეკონომიკა

2020 წელს საქართველოში ბაზრობებმა 128 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედ ბაზრებსა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53 000 სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ დღეში 38 000 ათასი ადამიანი ვაჭრობს. 

2020 წელს ბაზრობების შემოსავალმა 127.9 მილიონი ლარი შეადგინა. 

ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის [ერთჯერადი გადასახდელის სახით] გადახდილია 34.8 მილიონი ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 27%-ს შეადგენს. 

შემოსავლების 67% სავაჭრო ფართის გაქირავებაზე მოდის, ხოლო 5.8% სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.

2020 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 83.6 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 24 მილიონი ლარია.

გასულ წელს საქართველოში ფუნქციონირებდა  ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 201 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30.3% თბილისში, ხოლო 20.4 % - იმერეთის, 12.4% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.9% - კახეთის, 7.5% - ქვემო ქართლის, 5.5% - აჭარის, 4.5% - შიდა ქართლის, 3% - სამცხე-ჯავახეთის, 1.5% - გურიის, 2% - მცხეთა-მთიანეთის და 1% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.
 

კომენტარები