ვაქცინაცია

ტიკარაძე: ექიმების სავალდებულო ვაქცინაციას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ

ჩვენ არ განვიხილავთ ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციას, ვინაიდან, ვთვლით, რომ ექიმებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია თითოეული ჩვენი მოქალაქის და ასევე, მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.75%, ბოლო 14 დღის - 6.28%, ბოლო 7 დღის - 6.92%.

კომენტარები