სტიქია საქართველოში

სტიქია საქართველოში – წყალდიდობა სამეგრელოში, სვანეთში, აჭარაში

ბოლო დღეების განმავლობაში უხვმა ნალექმა საქართველოში არაერთი სოფელსა და ქალაქში მნიშვნელოვანი პრობლემა შექმნა. მათ შორის,  სტიქია მოხდა, სამეგრელოში, სვანეთში, აჭარაში. დაიტბორა ქუჩები, სოფლები, ბულვარები, ეზოები, სახლები:

სტიქია ანაკლიაში

 

ანაკლია

24 ივლისს წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა ნაპირსამაგრი გაანგრია და ანაკლიაში პრობლემები შექმნა, ადგილობრივების თქმით, დაზიანდა ბულვარის ნაწილიც. მათივე თქმით, მთავარი პრობლემა ენგურის შეცვლილი კალაპოტია და დახმარებისთვის ხელისუფლებას მოუწოდებენ. ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად მსგავსი პრობლემები აღარ იქნება.

სტიქია ჭითაწყარში

 

სამეგრელო

გუშინ, 27 ივლისს სტიქია მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარშიც, სადაც მთლიანად დაიტბორა ეზოები, სავარგულები და ბაღები. ადგილობრივების თქმით, ამის მთავარი მიზეზია წყლის საწრეტი არხების არარსებობა. მათივე თქმით, ეს საკითხი 10 წელია, მოუგვარებელია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრობლემები იყო ასევე ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით იყო დაკეტილი.

სტიქია ლენტეხში

 

სვანეთი

გუშინ, 27 ივლისს სტიქია მოხდა ლენტეხშიც, რომლის შედეგადაც  სოფლები გარესამყაროს მოწყდა. დაზიანებულია გზები და ხიდები. ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ გარესამყაროს 20 სოფელი მოწყდა. მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და მათთან სატელეფონო კომუნიკაცია არის. მერი ამბობს, რომ წაღებულია 3 ხიდი და რამდენიმეს საფრთხე ემუქრება. 

სტიქია ბათუმში

 

აჭარა

გუშინ, 27 ივლისს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბათუმშიც. სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა, დაიტბორა ქუჩები და ეზოები.

კომენტარები