კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: უფრო მეტი ინფიცირება გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკზე იყო

ჩვენ ახლა უფრო მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში და, დაახლოებით, ვართ 50%-დან 60%-მდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება გახლავთ ერთი, რომ მე-2 ტალღის დროს არ იყო ხელმისაწვდომი ვაქცინები, დღეს ქვეყანაში გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. ბოლო 24 საათში COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.68%-ია.

კომენტარები