ჟურნალისტებზე ძალადობა

გვარამია წულუკიანზე: გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა – რა და ჩვენი მიკროფონი

"გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა - რა და ჩვენი მიკროფონი". - წერს მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე. 

"მეგობრებო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე ფსიქიატრიაა და მართალიც იქნება. მაგრამ, უბრალოდ შეხედეთ ამ არსების ორმაგ სახეს - ჯერ შეშლილი მოძალადის და შემდეგ ცინიკურ ღიმილაწებებული მოძალადის.

ასეთი სიზუსტით არაფერი არ გადმოსცემს ქართული ოცნების სახეს". - დაწერა გვარამიამ. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და ამბობს, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს. 

"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ!  ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ".- წერს წულუკიანი FACEBOOK-ზე. 

კომენტარები