კორონავირუსი საქართველოში

COVID 19 – ბოლო 7 დღეში მლნ კაცზე ახალი შემთხვევებით საქართველო მე-16 ადგილზეა, აცრებით – 126-ე

ბოლო ერთი კვირის მონაცემით, 1 მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის ახალი შემთხვევებით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ბოლო 7 დღეში საქართველოზე მაღალი სიკვდილიანობა მხოლოდ შემდეგ 20 ქვეყანას აქვს - ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ნამიბია, ტუნისი, სეიშელის კუნძულები, ფიჯი, კოლუმბია, არგენტინა, პარაგვაი, ბაჰამის კუნძულები, სურინამი, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, რუსეთი, კუბა, ტრინიდადი და ტობაგო, ზიმბაბვე, ბოტსვანა, ინდონეზია, ჩილე და მიანმარი. 

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირების ახალი ფაქტებით მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს. საქართველოზე მეტი შემთხვევები მილიონ მოსახლეზე განაწილებით ბოლო ერთ კვირაში მხოლოდ ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, კუნძულ მენზე, ჩანელის კუნძულებზე, ფიჯიზე, გიბრალტარზე, მარტინიკაზე, კვიპროსში, სეიშელის კუნძულებზე, ბოტსვანაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდების სამეფოში, კუბაში, ტუნისში, ესპანეთსა და მალტაზე აღირიცხა.

ვაქცინაციის ტემპით კი საქართველო პირველ ასეულშიც კი არ არის. მილიონ მოსახლეზე ადმინისტრირებული დოზების რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში 126-ე ადგილს იკავებს. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 3.1%-ია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა. დღიური დადებითობა 6.42%-ია, ბოლო 7 დღის - 5.53%, ბოლო 14 დღის კი - 5.03%.

კომენტარები