თვითმმართველობის არჩევნები 2021

ბოკერია: კალაძისთვის ხმის მიცემა არის მორგოშიასთვის, ფალავანდიშვილისთვის ხმის მიცემა

"კალაძისთვის და ოცნებისთვის ხმის მიცემა არის მორგოშიასთვის,
ფალავანდიშვილისთვის, კობახიძისთვის და ღარიბაშვილისთვის ხმის მიცემა, არავინ არ
უნდა მოტყუვდეს". – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, ჟურნალისტების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით.

"ყველა, ვინც ფიზიკურ ძალადობას ან ძალადობისაკენ პირდაპირ მოწოდებას და
დაორგანიზებას სიძულვილის, რომელსაც მოყვება ძალადობა, აიგივებს თუნდაც, მისი
აზრით, უსამართლო კრიტიკასთან, ამით, ერთი მხრივ, უპირისპირდება სიტყვის
თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ირიბად მოძალადეებს მხარს უჭერს, რაც გააკეთა
კალაძემ“. – ამბობს ბოკერია.

გუშინ, 20 ივლისს, ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენაზე მისული ოცნების წევრები და მხარდამჭერები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულები იყვნენ - მათ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს გამოგლიჯა და დახია. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ჟურნალისტებს მასზე უძალადიათ. "ყარხართ, თქვენ ხართ ნაგავი, სამარცხვინოები, ნაძირალები" - ამ სიტყვებით კი ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ მიმართა.  

კომენტარები