ჟურნალისტებზე ძალადობა

კობახიძე: როცა ტელევიზიები პარტიული რეჟიმიდან დაბრუნდებიან, განვაახლებთ თანამშრომლობას

დღეს ჩვენ ვართ ისეთ რეჟიმში, რომ არ გვინდა კითხვებზე პასუხების გაცემაც კი იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც ამ ამორალურ პროტესტში ჩართეს ჭუტამ, გვარამიამ და ნოდარ მელაძემ, მაგრამ დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც კი ეს ტელევიზიები პარტიული რეჟიმიდან დაბრუნდებიან პარტიული ტელევიზიების რეჟიმზე, მაშინვე განახლდება მათთან თანამშრომლობა. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რუსთავი2-ის ეთერში, მმართველი პარტიის მიერ კრიტიკული მედიისთვის გამოცხადებულ ბოიკოტზე საუბრისას. 

კომენტარები