კორონავირუსი საქართველოში

დეკანოზი თამაზი: აცრა ერთადერთი საშველია, მის გარეშე ყველა ქვეყანას უმძიმესი შედეგი ელის

გერმანიის მოსახლეობის 60% ანუ თითქმის 50 მილიონი ადამიანი აცრილია. მხოლოდ გუშინ გერმანიაში აიცრა 361 178 ადამიანი. აცრის გარეშე უმძიმესი შედეგი ელის ყველა ქვეყანას.

ნუ გაიძახით თუ მაინც შეიძლება დავინფიცირდე, რაღატომ უნდა ავიცრაო. შეიძლება დაინფიცირდე, მაგრამ აღარ გაგირთულდება და არ მოკვდები. ესაა განახვავება!

ნურც იმას ამტკიცებთ მე ადვილად გადავიტან და ამიტომ არ ავიცრებიო. შენ გადაიტან, მაგრამ შენგან დაინფიცირებული შენს გვერდით შეიძლება მოკვდეს.

მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა.

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი, დღიური დადებითობა 7.17%-ია.

კომენტარები