კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს

დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა - ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა, პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ამას დაემატება ისიც, რომ ქვეყანას დასჭირდება კიდევ ვალის აღება, რაც მძიმედ დააწვება და ცუდი სიტუაცია შეიქმნება. გვაქვს ყველა რესურსი, რომ ვაქცინაცია სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა - ეს არის ჩვენი ამოცანა.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. დღიური დადებითობა 7.17%-ია.

კომენტარები