ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოშია

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოშია. სანდუ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. 

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას ასევე დაესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

მეორე პანელზე კი წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე.

კომენტარები