ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია

ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია, განუყოფელია ჩვენი ფასეულობებისგან

დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი სერთო ნაკისრი ვალდებულება, დასტური და მაგალითია იმისა, რომ ევროპული მომავალი არის გარდაუვალი. ამ ფაქტით, პანდემიის, შეზღუდვების მიუხედავად, არამხოლოდ განვაახლეთ, არამედ ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და უმაღლეს დონეზე ვატარებთ ამ კონფერენციას. პირველად ხდება ოთხი პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება. ყველა ჩვენგანისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკისრი გვაქვს ახალი ვალდებულებები ჩვენი საერთო მიზნის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, განუყოფელია ჩვენი ფასეულობებისგან, ის არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული. დამოუკიდებლობის დღიდან ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ერთი საკითხი, რომელზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე, მიუხედავად გამოწვევებისა, და ოკუპაციის გამოწვევის მიუხედავად, ბატონ ზელენსკის მადლობას ვუხდი, რომ მიიღო ჩვენი მოწვევა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ქვეშ, ეს არჩევანი, ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ალტერნატივების გარეშეა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, ჩვენ მხარს გვიჭერენ, გვაძლიერებენ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები