ცესკო

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია

ტაბულა

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია. კანდიდატებმა პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ორმა დეპუტატმა, ათი კი წინააღმდეგი იყო.

საარჩევნო კოდექსის ახალი ცვლილებით, თითოეული მათგანის დასამტკიცებლად ხმების 2/3, ანუ, სულ მცირე, 100 ხმა არის საჭირო, რასაც მმართველი გუნდი ოპოზიციის გარეშე ვერ აგროვებს.

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. 

კომენტარები