კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანაში

სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე საბჭოზე ვართ უფრო რადიკალურები ყოველთვის, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ქვეყნის ეკონომიკას ამოესუნთქა და განვითარება ჰქონოდა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ, ოქროს შუალედით იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ, გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მედიავებინარზე.

კომენტარები