კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ლოკდაუნზე მსჯელობა არაა, მსჯელობა მიდის არსებული რეგულაციების გამკაცრებაზე

არა, ლოკდაუნზე მსჯელობა არ მიდის. ამ ეტაპზე მსჯელობა მიდის მხოლოდ გამკაცრებაზე იმ რეგულაციების, რაც არსებობს. და რაც მთავარია, ამ ხუთი რეკომენდაციის დაცვაზე -  ეს არის პირბადე ყველგან, დახურულ შენობაში და ღია სივრცეებში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი ერთად ვიკრიბებით, აუცილებელია. დისტანციის დაცვა, სანიტარიზაცია, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება - ეს არის ჩვენი ყველაზე სუსტი ადგილი, რომ საქართველოში, მიუხედავად ბევრი მოწოდებებისა, მაინც გვაქვს დიდი თავყრილობები

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები