შარლ მიშელი

კობახიძე: დაგეგმილია შარლ მიშელის ვიზიტი, 18 თუ 19 ივლისს აპირებს ჩამოსვლას

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 18 ან 19 ივლისს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვევა. 

“დაგეგმილია ვიზიტი, როგორც ვიცი 19 თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას". – ამბობს კობახიძე. 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რა პასუხი აქვს ქართულ ოცნებას შარლ მიშელთან 5 ივლისის შემდეგ, კობახიძე პასუხობს, რომ შარლ მიშელს 5 ივლისზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, თუ როგორ იმოქმედა სამართალდამცავმა ორგანოებმა და ა.შ. 

"5 ივლისს რაც შეეხება, შარლ მიშელს მივაწვდით სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკი იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას, რა რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს ძალადობის ჩადენის შემდეგ, კონკრეტულ დაკავებებზე და გამოძიებებზე". – ამბობს კობახიძე. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

კომენტარები