შარლ მიშელი

შოკირებული ვარ კიშიდაზე თავდასხმის გამო, დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის – მიშელი

Valeria Mongelli/Bloomberg/Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი 15 აპრილს, იაპონიის პრემიერმინისტრზე, ფუმიო კიშიდაზე თავდასხმას გამოეხმაურა. 

"შოკირებული ვარ საარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობისას ფუმიო კიშიდაზე თავდასხმის გამო. დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. მთელი ჩემი მხარდაჭერა შენ, ფუმიო. მოუთმენლად ველი მომავალ G7-ის სამიტს ჰიროშიმაში, თქვენი თავმჯდომარეობით". - წერს მიშელი Twitter-ზე. 

15 აპრილს იმ ტერიტორიაზე, სადაც იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა სიტყვით გამოდიოდა, აფეთქება მოხდა. CNN-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ინციდენტის დროს არ დაშავებულა.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ეჭვმიტანილს როგორ აკავებენ. სავარაუდოდ, კაცმა საკვამლე ბომბი ისროლა.

ინციდენტი ქალაქ ვაკაიამაში, კიშიდას ადგილობრივ სათევზეო პორტში ვიზიტის შემდეგ მოხდა.

გასულ წელს, იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, 67 წლის შინძო აბე 8 ივლისის თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები