როდესაც ერთმნიშვნელოვნად აცხადებ, რომ არ გააკეთო ეს აქცია [ღირსების მარში] ან სულ მინიმუმ მაინც, ლოკაცია შეცვალე იმისთვის, რომ მე ჩემი პოზიტიური ვალდებულება, როგორც დამცველის, ბოლომდე განვახორციელო. როდესაც არსებობს ინფორმაციები, რომ ასეთ აქციებს ჩვენი ავად, ჩვენ წინააღმდეგ არსებული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ძალიან კარგად იყენებენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების სიტუაცია შექმნან, როდესაც არის აშკარა მოცემულობა იმის, რომ კონკრეტულ საათზე შესაძლებელია, მოხდეს სერიოზული პროვოკაციის მოწყობა, რასაც 10, 20, 50 კი არა, არამედ 100, 200 და 500 ადამიანი შეეწიროს, როცა ასეთი მოცემულობაა და შენ მაინც ვითომ რაღაც პრინციპს იცავ და სხვა ლოკაციაზეც კი არ გინდა ეს ყველაფერი გამართო, მაინცდამაინც იქ გინდა ეს ყველაფერი განახორციელო, ამით შენ პროვოკაციას აწყობ. ეს იყო სუფთა, წმინდა წყლის პროვოკაცია. შესაძლებელი იყო გვერდით ლოკაციაზე განხორციელებულიყო ეს ყველაფერი.
tbl.ge/5mai
დაკოპირდა

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში ვერ ჩატარდა, ვინაიდან სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე უარი თქვა. მარშამდე რამდენიმე საათით ადრე რუსთაველის გამზირზე ორკები შეიკრიბნენ, რომელიც თავს დაესხნენ 54 ადამიანს, მათგან 53 ჟურნალისტს.
ამავე თემაზე
- ბასი: "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი, არღვევს უმცირესობის უფლებებს
- ზურაბიშვილი: მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას
- მინისტრის მოადგილე Pride Fest-ზე: ყველა აქციის 100%-იანი უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია
- თბილისის სინაგოგა პრაიდის კვირეულზე: LGBT პროპაგანდა დაუშვებელია, ნუ აყვებით პროვოკაციებს
- 5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულ 6 ორკს ერთი წელი, მეშვიდეს კი ერთი წელი და 6 თვე მიესაჯა