საგარეო ვაჭრობა

საქსტატი: ივნისში საქართველოს იმპორტი 37%-ით გაიზარდა, ექსპორტი – 30%-ით 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.3%-ით მეტია.

2021 წელს ექსპორტმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 25.5%-ით მეტია, ხოლო იმპორტმა 4.3 მილიარდი დოლარი – 19.5%-ით მეტი. 

იანვარ-ივნისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.43 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია. 

რაც შეეხება 2021 წლის ივნისის მონაცემებს, იმპორტი 37%-ითაა გაზრდილი და მან 837 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასული წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით, ექსპორტი 30.4%-ით გაიზარდა და 349 მილიონი დოლარი შეადგინა. 
 

წყარო: საქსტატი

 

კომენტარები