პრაიდის კვირეული

დეკანოზი ანდრია: არ გვინახავს პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი, ჟურნალისტს ეფარებოდეს

როგორც ნახეთ, ამ დღეს არცერთი პოლიტიკური პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, ჟურნალისტს ეფარებოდეს, ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებოდნენ და იცავდნენ ჟურნალისტებს. სასულიერო პირი დაბარებული იყო და გამოვუცხადეთ სასტიკი საყვედური. მან საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა შენდობის ვიდეო. მიიღო სასტიკი საყვედური, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი რაიმე გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს.

[...] გვაჩვენეთ კადრები, თუ რაიმე პასუხისმგებლობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს, აუცილებლად მივიღებთ ზომებს.

არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, საშინელებას, რაც ვნახეთ, ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა და უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი, რით ავხსნა. სასულიერო პირებისგან რამე ძალადობრივი თუ გამოვლინდება, აუცილებლად მივიღებთ ზომებს. ერთ შემთხვევაში მივიღეთ, თუ იქნება, კიდევ მოგვაწოდეთ ინფორმაცია და აუცილებლად მივიღებთ ზომებს.

პირველი არხის ცნობით, თქვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ 5-6 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციისას განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარები