კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ბავშვებში ინფიცირება მაღალია, პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება მოგვიხდა

გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა არის ისევ და ისევ ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

კომენტარები