ჟურნალისტებზე ძალადობა

ქართული ოცნების ოფისთან ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

ფორმულა

ქართული ოცნების ოფისთან ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს. მას პოლიციამ მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინა, რაზეც უარი თქვა. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა ჟურნალისტი დააკავეს. მას პოლიციამ მაისური შემოახია.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ დაიძრნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ, სამართალდამცველები მმართველი პარტიის ოფისს იცავდნენ.

მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების და მმართველი პარტიის შენობის მისამართით კვერცხებსა და საღებავებს ისროდნენ. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 აქტივისტი დააკავა, მათ შორის ერთი - ოპერატორი. 

კომენტარები