პრაიდის კვირეული

კელი: ღარიბაშვილი უარს ამბობს, დაიცვას უმცირესობების გამოხატვის თავისუფლება, ეს მიუღებელია

საქართველოს პრემიერმინისტრი უარს ამბობს, დაიცვას უმცირესობების უფლებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ეს ყველა შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელიც დასავლურ საზოგადოებაში გაერთიანებისკენ მიისწრაფვის.

საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩი, იან კელი ასე გამოეხმაურა Twitter-ზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ როდესაც "მოსახლეობის 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული მარშის, უნდა დავემორჩილოთ". 

5 ივლისს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ პრაქტიკულად წაახალისა ორკები, რომლებიც Tbilisi Pride-ის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ. ორკები მედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს, მათ შორის იყო TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. 

კომენტარები