ბულგარეთი

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერის პარტია მცირე უპირატესობით ლიდერობს

ბულგარეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბოიკო ბორისოვი საარჩევნო უბანზე ხმას აძლევს
Nikolay Doychinov, AFP

ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია GERB მცირე უპირატესობით ლიდერობს.

დათვლილია ხმების 95%, ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, GERB-მა ხმების 23.9% მოიპოვა. 23.7%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა ოპოზიციური პარტია არის ასეთი ხალხი (ITN).

სოციალისტურმა პარტიამ ხმების 13.6% მოიპოვა, დემოკრატიულმა ბულგარეთმა -12.6%, ეთნიკური თურქების პარტიამ MRF-მა - 10.6, პარტია ISMV-მ - 5%.

მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან ITN-თან კოალიციაში შესვლის ყველაზე მოსალოდნელი კანდიდატები დემოკრატიული ბულგარეთი და ISMV-ი არიან.

არჩევნების საბოლოო შედეგები ხუთშაბათს, 15 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბოლო სამ თვეში მეორე არჩევნებია. აპრილში ახლად არჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რის გამოც ვადამდელი არჩევნების დაინიშნა.

აპრილის შემდეგ გაიზარდა საპროტესტო ტალღის ფონზე ჩამოყალიბებულ ახალი ოპოზიციური პარტიების, არის ასეთი ხალხისდემოკრატიული ბულგარეთის და ISMV-ის მხარდაჭერა.

ოპოზიციურ პარტიებს NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის, უშიშროების ძალების რეფორმირება და ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაძლიერება სურთ.

ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ქვეყანას კორუფციის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბოლო რამდენიმე სკანდალი და გასულ თვეში აშშ-ს მიერ სანქციების დაწესება საარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობდა.

გარდამავალი მთავრობა ბორისოვის კაბინეტს ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს. ბორისოვი ბრალდებებს უარყოფს. გარდამავალი მთავრობა ბოიკო ბორისოვის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, დანიშნა. 

ბორისოვი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მის წინააღმდეგ კომუნისტური "რეპრესიების" კამპანიას ატარებს. ბოიკო ბორისოვი ბულგარეთის პრემიერმინისტრი სამი ვადით იყო, 2009-2013, 2014-2017 da 2017-2021 წლებში. კორუფციასთან ბრძოლაში ბოიკოს უმოქმედობა გასულ წელს ბულგარეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.

კომენტარები