კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 952 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.69%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 281 ტესტი და დადასტურდა 952 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 999 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.69 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.79 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.

ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 11, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ქვეყანაში 12 448 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 3 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 716 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 175 პაციენტი იმყოფება. 

11 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის  377 152 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 359 226 პაციენტი. გარდაიცვალა - 5 452.

კომენტარები