პრაიდის კვირეული

თანასწორობის მოძრაობის თანამშრომელსა და მის მეგობარს თავს დაესხნენ, დაკავებულია ერთი პირი

"ბოლო ორი დღეა ჩვენს იურისტებს და სოციალურ მუშაკებს ურეკავენ, ლანძღავენ და ემუქრებიან. ჩვენი მეზობელი გვეუბნება, რომ ვიღაცეები მოდიან ოფისთან და გვეძებენ. ახლა ვიგებ, რომ გუშინ ჩვენი თანამშრომელი და მისი პარტნიორი სცემეს ქუჩაში". - თანასწორობის მოძრაობის  ხელმძღვანელი დავით კახაბერი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

ტაბულასთან საუბრისას დავით კახაბერმა თქვა, რომ გუშინ, 10 ივლისს თანასწორობის მოძრაობის თანამშრომელსა და მის მეგობარს ნიკორადან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხნენ, რადგან სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენდნენ.

ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

"დაკავებული არის სავარაუდო ბრალდებული ადგილზევე და გამოძიება მიმდინარეობს მუქარისა და ძალადობის მუხლებით". - ამბობს შსს-ის წარმომადგენელი.  

კომენტარები