პრაიდის კვირეული

ხორავა ძალადობაზე დაკავებულებს: თქვენი ქმედებები სახელმწიფოს სტაბილურობას არღვევს

მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა.

თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს და პროკურატურის შუამდგომლობას ვაკმაყოფილებ.

ამ სიტყვებით მიმართა  გადაწყვეტილების გამოცხადებამდე  მოსამართლე რომან ხორავამ 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელებს.

კომენტარები