ვაქცინაცია საქართველოში

რუმინეთი საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 10 000 დოზას გადასცემს

რუმინეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 10 000 დოზას გადასცემს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ Twitter-ზე წერს. ელჩის ცნობით, გადაწყვეტილება რუმინეთის მთავრობამ 8 ივლისს მიიღო და ვაქცინა საქართველოში მოკლე ხანში ჩამოვა. 

9 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში ჯამურად ჩატარდა 289 399 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი.

5 ივლისს საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად AstraZeneca-ს 5 000 დოზა მიიღო.

2 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ის პირები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა მე-10-დან მე-12 კვირამდე უნდა მიიღოს, აცრას უახლოეს დღეებში შეძლებენ. მინისტრის თქმით, ეს დოზები ქვეყანაში დონაციის გზით უნდა შემოვიდეს. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეფერხებით მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

კომენტარები