ვაქცინაცია საქართველოში

საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად AstraZeneca-ს 5 000 დოზა მიიღო

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად 5 000 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა მიიღო. 

"ავსტრიამ გვაჩუქა 5 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა. ვაქცინები რამდენი წუთის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მადლობა ჩვენს მეგობრებს". – წერს კულუმბეგოვი

2 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ის პირები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა მე-10-დან მე-12 კვირამდე უნდა მიიღოს, აცრას უახლოეს დღეებში შეძლებენ. მინისტრის თქმით, ეს დოზები ქვეყანაში დონაციის გზით უნდა შემოვიდეს. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეფერხებით მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

კომენტარები