კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 108 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.64%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 895 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 714 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.64%, ბოლო 14 დღის - 3.47%, ბოლო 7 დღის - 3.89%.

ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში 673 გამოვლინდა, აჭარაში - 74, იმერეთში - 75, ქვემო ქართლში - 52, შიდა ქართლში - 31, გურიაში - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 48, კახეთში - 86, მცხეთა-მთიანეთში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 585, საიდანაც 3 285 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 936 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 7 364 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 691 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პაციენტი.

8 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 374 836 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 357 804 გამოჯანმრთელდა, 5 421 გარდაიცვალა.

კომენტარები