პრაიდის კვირეული

მეუფე იაკობი: ვწუხვარ, რომ ეს შეგემთხვათ ჟურნალისტებს, თუმცა პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ

ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ეს შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ პირად პასუხისმგებლობას, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ, მათ უკან ვინც იდგა, თაბაგარზე არ ვლაპარაკობ და სხვებზე, ვინც მაგათ უკან იდგა და აძალებდნენ არ შეეცვალათ და არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ ვიცოდი.

ამბობს მეუფე იაკობი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

კომენტარები