კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 392 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.65%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 136 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 531 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.65%, ბოლო 14 დღის - 3.17%, ბოლო 7 დღის - 3.7%.

ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში 887 გამოვლინდა, აჭარაში - 61, იმერეთში - 130, ქვემო ქართლში - 84, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 33, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 016, საიდანაც 3 054 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 747 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 6 409 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 633 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პაციენტი. 

7 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 372 685 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 356 780 გამოჯანმრთელდა, 5 394 გარდაიცვალა.

კომენტარები