პრაიდის კვირეული

კულუმბეგოვი აქციაზე: ჩვენ ვართ უმრავლესობა, ვინც ვთვლით, რომ ყველანი ვართ თანაბრები

ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელშიც არ მინდოდა, რომ გამღვიძებოდა. ამიტომ მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა, ქვეყანამ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ სწორად ვაზროვნებთ და ეს არის სწორედ ქრისტიანული მორალით აზროვნება, როცა სხვა ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, ყველანი ვართ თანაბრები და ჩვენ აუცილებლად ამ მრწამსს შევინარჩუნებთ და ამ ქვეყანას მომავალი მხოლოდ აქ აქვს...

...არავის ძალადობის უფლება ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეს და ამას არავითარი გამართლება არ აქვს, ამიტომ ვისგან იყო მართული, ამას მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ჩემს ხელისუფლებას მე ვთხოვ, რომ კანონის უზენაესობა აღადგინოს, ყველა ადამიანს, ანუ მეორე ადამიანზე მოძალადე ადამიანს მიესაჯოს ის, რაც აუცილებელია, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი

თქვა ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა რუსთავი ორთან საუბარში, რუსთაველის გამზირზე, სადაც 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს.

კომენტარები