პრაიდის კვირეული

თაბაგარი: აქ გამოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მიგვეღო სოლიდარობა

დღეს აქ გამოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მიგვეღო სოლიდარობა, მათ შორის საზოგადოების მხრიდან იმ ძალადობაზე საპასუხოდ, რომელიც ზუსტად LGBT უფლებების ჭრილში დაიწყო და შემდეგ გაფართოვდა.

ჩვენ იმის თქმა გვინდოდა ყოველთვის, რომ ეს პრობლემა ძალადობის არ არის მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანების საერთო გამოწვევაა, ამიტომ გვჭირდება ერთად დგომა, რომ ჩვენ მოწინააღმდეგე მხარეს ვუთხრათ - არ ვართ ცოტა და არ დავუხრით თავს არასდროს

უთხრა თბილისის პრაიდის ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა რუსთავი ორს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.

კომენტარები