ავღანეთი

ავღანელი გენერალი: აშშ-მ ბაგრამის ავიაბაზა ღამე, გაფრთხილების გარეშე დატოვა

Reuters

ბაგრამის ავიაბაზის ახალი მეთაურის თქმით, აშშ-მ ავიაბაზა ღამე, გაფრთხილების გარეშე დატოვა. ავღანელმა გენერალმა, ასადულაჰ კოჰისტანიმ ამის შესახებ BBC-სთან ისაუბრა. 

გენერლის თქმით, აშშ-მ ავიაბაზა ღამე, ადგილობრივი დროით 03:00-ზე დატოვა, რაც ავღანეთის სამხედრო ძალებმა გვიან აღმოაჩინა. 

ბაგრამის კომპლექტში შედის ციხეც, სადაც თალიბანის 5000-მდე წევრია დაპატიმრებული. 

გენერალი კოჰისტანის თქმით, ისინი ფიქრობდნენ, რომ თალიბანი ბაგრამის ავიაბაზას თავს დაესხმებოდა. ის ამბობს, რომ მას უკვე აქვს ინფორმაცია თალიბანის წევრების მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილების შესახებ. 

"იცით, ჩვენი თავი ამერიკელებს რომ შევადაროთ, დიდი განსხვავება იქნება. მაგრამ, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად... ვცდილობთ, ჩვენი საუკეთესო გავაკეთოთ, დავიცვათ და ვემსახუროთ მთელს მოსახლეობას". – ამბობს ბაგრამის ავიაბაზის ახალი მეთაური. 

პარასკევს აშშ-მ გამოაცხადა, რომ მათმა ძალებმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს და ავღანეთში მრავალწლიანი სამხედრო კამპანია ბოლო ვადაზე, 11 სექტემბერზე ადრე დაასრულეს. 

ავღანელი გენერლის თქმით, ამერიკელებმა ბაგრამის ბაზაზე 3.5 მილიონი სხვადასხვა ტიპის კუთვნილება, მათ შორის სამხედრო მზა საჭმელები, MRE-ები, ენერგეტიკული სასმელები და წყლით სავსე ბოთლები. ასევე დატოვეს ათასობით სამოქალაქო მანქანა, გასაღებების გარეშე და ათასობით საბრძოლო, შეაბჯრული მანქანაც. წაიღეს დიდი კალიბრის იარაღები, მაგრამ დატოვეს პატარა იარაღები. მოახდინეს ასაფეთქებელი საშუალებების დეტონაცია. 

ავიაბაზის გაუფრთხილებლად დატოვების შესახებ დასმულ კითხვას, აშშ-ს სამხედრო სპიკერმა, პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა უპასუხა, რომ აშშ-მ ბაზა ავღანეთის სხვადასხვა სამხედრო ლიდერების გაფრთხილების შემდეგ დატოვა. 

კომენტარები