2021 წელს გარდაცვლილები

სასიკვდილო იარაღის რეჟისორი რიჩარდ დონერი გარდაიცვალა

Deadline

92 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი რიჩარდ დონერი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ცოლი, ლორენ შულერ დონერი ადასტურებს, სიკვდილის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

დონერი თითქმის 60 წლის განმავლობაში ჰოლივუდში მუშაობდა. რეჟისორია ფილმებისა Omen, Superman, Maverick, The Goonies. უდიდესი წარმატება მოუტანა მძაფრსიუჟეტიანმა ფილმმა Lethal Weapon, რომელშიც მთავარ როლებს მელ გიბსონი და დენი გლოვერი ასრულებენ. სურათს სამი სიქველი მოჰყვა, უკანასკნელი 1998 წელს გამოვიდა. სახელოვანი რეჟისორის ბოლო ნამუშევარი 2006 წელს გამოსული 16 Blocks არის. 

1986 წელს ცოლთან ერთად დააფუძნა კინოკომპანია The Donners Company, რომელმაც შემდგომში ათობით ფილმი, მათ შორის X-Men, Constantine და Deadpool დააპროდიუსირა.

კარიერი განმავლობაში მიღებული აქვს World Science Fiction Society-ს და International Press Academy-ს ჯილდოები.

კომენტარები